5 შეცდომა, რომელსაც კარფანჯარის შერჩევისას უშვებენ | Karfanjara Hilux

5 შეცდომა, რომელსაც კარფანჯარის შერჩევისას უშვებენ

1 აგვისტო, 2025
5 შეცდომა, რომელსაც კარფანჯარის შერჩევისას უშვებენ

სახლის აშენების თუ რემონტისას, არაერთი დეტალი შეგხვდება, რომელზეც ეკონომია შეიძლება გააკეთო…თუმცა კარ-ფანჯარა მათ არ მიეკუთვნება და ახლავე გეტყვი რატომ…

დღევანდელი $20-ის დაზოგვა, ხვალ კომფორტსა და ბიუჯეტზე ორმაგად შეიძლება დაგაწვეს…

ეს რომ თავიდან აირიდო, მოდი გავიაროთ 5 ყველაზე ხშირი შეცდომა, რასაც უმრავლესობა კარფანჯარის შერჩევისას უშვებს:

❌ 1. მხოლოდ ფასზე ორიენტირება

„რაც იაფია, ჯობს ის ავიღო...“

მაგრამ იაფფასიანი პროდუქტი ხშირად ნიშნავს:

რა თქმა უნდა ფასი უნდა იყოს შენთვის ხელმისაწვდომი, მაგრამ პირველ რიგში ხარისხს უნდა მიაქციო ყურადღება, პრემიუმ ალუმინის კარფანჯარა სწორედ იქ ბრწყინავს, სადაც იაფი ალტერნატივები ფუჭდება.

❌ 2. გაურკვეველი წარმომავლობის მასალების გამოყენება

არაა საკმარისი, რომ პროდუქტი მხოლოდ “კარგად ჩანდეს”.

ჯარ-ფანჯრის მასალას უნდა ჰქონდეს შესაბამისი სერტიფიკატი, რომ ზუსტად იცოდე, რას ყიდულობ და რამდენ ხანს გაგიძლებს.

❌ 3. არასწორი იზოპროფილის არჩევა

ბაზარზე ბევრი 1.5 მმ სისქის პროფილი იყიდება და გაჯერებენ, რომ საკმაოდ გამძლეა - თუმცა 1.5 მმ სისქის პროფილი ვერ უზრუნველყოფს კონსტრუქციის სიმტკიცეს, განსაკუთრებით კი მკაცრი კლიმატის პირობებში.

ამიტომ ჩვენ, ევროსტანდარტის 2.0 მმ სისქის ალუმინზე ვმუშაობთ, რომელიც გამძლეობასა და სტაბილურობას ათეულობით წლები გარანტირებული მოგცემთ.

❌ 4. დიზაინზე ნაკლები ფოკუსი

განსაკუთრებით კერძო სახლებში, კარ-ფანჯარა უაღრესად მნიშვნელოვანია სახლის სტილის ჩამოყალიბებაში.

თუ თანამედროვე, სიმეტრიული და ელეგანტური დიზაინი გსურს, ევროსტანდარტის ალუმინის კარფანჯარა აქ ბრწყინვალედ გამოიყურება.

❌ 5. მონტაჟის ხარისხი და სანდოობა

ყველაზე ხარისხიანი კარფანჯარაც კი ვერ გაამართლებს, თუ არასწორად დაამონტაჟე.

ამიტომ საჭიროა გამოცდილი გუნდი, ვინც სწორად და გონივრულად გაგიკეთებს ყველაფერს, გაითვალისწინებს ინტერიერის სივრცის ეფექტურად გამოყენებას და გარანტიაზეც პასუხისმგებელი იქნება.

დასკვნა?

თუ გსურს პრემიუმ ხარისხის კარფანჯარა კერძო სახლისთვის, რომელიც ნებისმიერ კლიმატურ პირობებშ საუკუნე გაგიძლებს:

✅ აირჩიე ჩვენი ევროსტანდარტის სქელი, 2.0მმ ალუმინი

✅ ენდე მხოლოდ სერტიფიცირებულ, ორიგინალ მასალას

✅ ითანამშრომლე პროფესიონალებთან

ჩვენი პრემიუმ ალუმინის კარ-ფანჯარა შეგიძლია იხილო აქ:

პრემიუმ ალუმინის კარ-ფანჯარა | Karfanjara Hilux

გაინტერესებს რა დაჯდება შენთვის სასურველი პროექტის კარ-ფანჯარა, მაშინ მოითხოვე უფასო მონახაზი ონლაინ და ჩვენ თავად დაგიკავშირდებით!

დააკლიკე აქ 👇

ან შეგიძლია თავად დაგვიკავშირდე ტელეფონზე: 📞 599 18 18 79

გაინტერესებს ნამდვილი ევროსტანდარტის კარ-ფანჯარა?

დაგვიკავშირდი და უფასო მონახაზს გაგიკეთებთ. ჩვენთან მინიმალური შეკვეთა იწყება 20 მ²-დან.

დარეკვა WhatsApp