top of page

როგორ გავიგოთ, სინამდვილეში რამდენად გამძლეა კარ-ფანჯარა?

  • Aug 14
  • 2 min read

Updated: Aug 31

Premium quality aluminium slider door

როდესაც სახლში კარ-ფანჯარას ვაყენებთ, ყველაზე მეტად ის გვაინტერესებს, თუ რეალურად რამდენად ხარისხიანი და გამძლეა იგი, სამომავლოდ გაუთვალისწინებელი სიურპრიზები რომ ავირიდოთ თავიდან.


მაგრამ როგორ უნდა გაიგო, სინამდვილეში რამდენად გამძლეა კარფანჯარა, სანამ პრობლემებს მოგიტანს?


უნდა დააკვირდე ამ 5 დეტალს, რაც აუცილებლად უნდა შეამოწმო კარ-ფანჯრის შეძენამდე:


1. პროფილის სისქე და წარმომავლობა

თუ პროფილს არ აწერია რომელი ქვეყნიდანაა, არ გააჩნია შესაბამისი ხარისხის სერტიფიკატი, ჯანჯღარებს ან ერთი შეხებითაც იგრძნობა სისუსტე - ეს უკვე ცუდის ნიშანია. 


ხარისხიანი ალუმინის კარფანჯარას აუცილებლად უნდა გააჩნდეს შესაბამისი ხარისხის სერტიფიკატი,  უნდა იყოს მყარი, ძლიერი კონსტრუქციით და ევროპული სტანდარტების შესაბამისი - ერთი სიტყვით, “ძვრა არ უნდა ქონდეს”.


2. ფიტინგები და აქსესუარები

კარგი პროფილი მარტო არაფერს ნიშნავს, თუ მამოძრავებელი მექანიზმები წლების შემდეგ ჭრიალს იწყებს ან ვეღარ იღება-იკეტება მარტივად.


აქსესუარებიც შესაბამისი ხარისხის, ბრენდისა და კარგად დაცდილი უნდა იყოს.


3. თერმოიზოლაცია და ენერგოეფექტურობა

გამძლეობა მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ “არ იბზარება”, არამედ იმასაც უნდა მოიაზრებდეს, რომ არ კარგავს თავის უნიკალურ თვისებებს:

  • კარგად უნდა ინახავდეს სითბოს ზამთარში

  • არ უნდა უშვებდეს სიცხეს გარედან ზაფხულში

  • არ უნდა უშვებდეს ქარს

  • და არც წვიმას.


ეს ყველაფერი კი იწყება ხარისხიანი თერმოხიდებით: სადაც ჩვენს მასალას გერმანული პოლიამიდის თერმოხიდები აქვს (თან ორი ცალი), სხვა ალტერნატივებს ერთი აქვთ და ისიც პლასტმასის…


4. გარანტია

კომპანია, რომელიც თავის პროდუქტს ენდობა, თამამად მოგცემთ ხანგრძლივ გარანტიას.


მაგრამ, თუ გარანტია მხოლოდ 1-2 წელია, დაფიქრდით… ნამდვილი ხარისხი ათწლეულებს უნდა ძლებდეს.


ამასთან, მხოლოდ გარანტიის დაწერა არაფერია, თუ კონსტრუქცია დეფორმირდება და გარანტიით გათვალისწინებული “რეგულიროვკა”  უკვე ვეღაღ შველის საქმეს… 


შესაბამისად, საჭიროა ისეთი კონსტრუქცია, რომელსაც ათეული წლები არაფერი მოუვა.


5. გამოცდილება

კარგი მასალა კარგია, მგრამ ერთ-ერთი უმთავრესი დეტალი სწორედ ისაა, თუ ვინ და როგორ დაამონტაჟებს ამ ყველაფერს.


რამდენად სანდო და გამოცდილი იქნება სამონტაჟო სამუშაოების ჯგუფი, განსაკუთრებით წინათ შესრულებული პროექტების მხრივ.



დასკვნა:

გამძლე კარ-ფანჯარა არ არის მხოლოდ პირველ თვეებში ლამაზ ვიტრაჟებს, რომელიც შემდეგ მალევე  დეფორმირდება, უშვებს ქარს/წვიმას, კარგავს ფერს ან თბოიზოლაციას.


ნამდვილი ხარისხიიანი კარ-ფანჯარა უნდა იყოს ისეთი, რომელიც თქვენს სახლს ათეული წლების განმავლობაში უპრობლემოდ დაიცავს.


ამიტომ ნუ მოტყუვდებით იაფ ფასში და წვრილ-წვრილ დაპირებებში — შეამოწმეთ ყველაფერი წინასწარ.


—--

თუ გსურს პრემიუმ ხარისხის კარფანჯარა კერძო სახლისთვის, რომელიც ნებისმიერ კლიმატურ პირობებშ საუკუნე გაგიძლებს:


✅ აირჩიე ჩვენი ევროსტანდარტის სქელი, 2.0მმ ალუმინი

✅ ენდე მხოლოდ სერტიფიცირებულ, ორიგინალ მასალას

✅ ითანამშრომლე პროფესიონალებთან


ჩვენი პრემიუმ ალუმინის კარ-ფანჯარა შეგიძლია იხილო აქ:




გაინტერესებს რა დაჯდება შენთვის სასურველი პროექტის კარ-ფანჯარა, მაშინ მოითხოვე უფასო მონახაზი ონლაინ და ჩვენ თავად დაგიკავშირდებით!


დააკლიკე აქ 👇



ან შეგიძლია თავად დაგვიკავშირდე ტელეფონზე: 📞 599 18 18 79

 
 
 

Comments


მოითხოვე უფასო მონახაზი! 

თუ იაფ ალუმინის კარ-ფანჯარას ეძებ, რომელიც ორიოდე წელიწადში დეფორმირდება და ათას პრობლემას გაგიჩენს, მაშინ ვერ დაგეხმარებით ⛔️


მაგრამ თუ ხარისხი შენთვის პრიორიტეტია, მაშინ შეავსე ინფორმაცია და ჩვენ თავად დაგიკავშირდებით უფასო კონსულტაციისთვის! ✅

❗️ჩვენთან მინიმალური შეკვეთა იწყება 15 კვ.მ-დან❗️

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: (+995) 599 18 18 79 

ელფოსტა: hiluxpvc@yahoo.com

სამუშაო დღეები:

ორშაბათი-შაბათი: 09:00-18:00

კვირა: დასვენება

  • Facebook
  • Instagram
  • TikTok
bottom of page